წინასწარი შედეგებით, 12 მანდატს იღებს „ერთობლივი სია“ – ძირითადად არაბული პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომელიც არცერთ ბლოკს არ მიეკუთვნება. კიდევ ოთხ მანდატს მოიპოვებს პარტია „რაამი“.
ამ მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკს საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 61 მანდატამდე ოთხი ადგილი აკლდება. ამდენად, მთავრობის ფორმირების საკითხი საბოლოო შედეგებსა და შესაძლო კოალიციურ შეთანხმებებზე იქნება დამოკიდებული.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 77,7% შეადგინა.
ხმების დათვლა გრძელდება და მანდატების წინასწარი განაწილება შესაძლოა შეიცვალოს.
წყარო: The Times of Israel