აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.
„ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის საკითხზე დიდ პროგრესს ვაღწევთ. შეხვედრა ძალიან მალე მოეწყობა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის ან სად შეიძლება გაიმართოს ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა. მას ასევე არ გაუსაჯაროებია, მიღწეულია თუ არა მხარეებს შორის შეთანხმება შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით.
წყარო: Kyiv Post