მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს
მამუკა გამყრელიძე: სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულთა შორის სტუდენტებიც არიან

ნახვები: 263 რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულთა შორის სტუდენტებიც არიან
 რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ახალგაზრდებიც არიან.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა უნივერსიტეტის ტერიტორიასა და მის მიმდებარე სივრცეს დაარტყა. თავდასხმის სამიზნეებს შორის აღმოჩნდა სტუდენტური კამპუსი, კიოტოს პარკი, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრებელი სახლები.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმა დესნიანსკის რაიონში, მეტროსადგურთან ახლოს განხორციელდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად დნეპრის რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაც დაზიანდა.

თავდასხმამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა მოსახლეობა რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ჩერნიგოვის ოლქიდან კიევის მიმართულებით რაკეტების გადაადგილების შესახებაც.

რუსეთის მორიგ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და საერთაშორისო პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

„როდესაც საფრთხე მუდმივია, როდესაც დარტყმები ნებისმიერ მომენტში შეიძლება განხორციელდეს და უშუალოდ ქალაქებსა და სოფლებს დაემუქროს, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების ხელოვნური გაჭიანურება ტერორს უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე მიღწეული შეთანხმებები გუნდების დონეზე დაუყოვნებლივ შესრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას არა მხოლოდ თავდაცვითი სისტემები, არამედ ისეთი შეიარაღებაც სჭირდება, რომელიც რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების განადგურების შესაძლებლობას მისცემს.

„აუცილებელია, ჩვენმა პარტნიორებმა გააცნობიერონ: უკრაინას სჭირდება სათანადო საშუალებები რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გასანადგურებლად. ეს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა იქნებოდა“, – აღნიშნა მან.

ზელენსკის შეფასებით, რუსეთის მოქმედებები აჩვენებს, რომ მოსკოვი ომის გაგრძელებას აპირებს, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

„მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსეთი არაფერს ავლენს, გარდა მკვლელობისა და ომის გაგრძელების სურვილისა. უკრაინა ამ გამოწვევის წინაშე მარტო არ უნდა დარჩეს; ომის გაგრძელება და ადამიანების დაღუპვა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალია“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყაროები: Українська правда და ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა