მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს
მამუკა გამყრელიძე: სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა – გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

ნახვები: 236 ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა – გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „ოქროს ბურთის“ რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა, ხოლო წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი დასახელდა. კეინმა საუკეთესო ფორვარდის ჯილდოც მიიღო.

რეიტინგში მეორე ადგილი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი „ბარსელონას“ ფეხბურთელი ლამინ იამალი გავიდა.

მოწოდებული მონაცემებით, 2026 წლის „ოქროს ბურთის“ საუკეთესო ათეული ასეთია:

ადგილი

ფეხბურთელი

კლუბი

1

ჰარი კეინი

ბაიერნი

2

კილიან მბაპე

რეალი

3

ლამინ იამალი

ბარსელონა

4

როდრი

ბარსელონა

5

ლიონელ მესი

ინტერი მაიამი

6

ხვიჩა კვარაცხელია

პსჟ

7

უსმან დემბელე

პსჟ

8

ერლინგ ჰოლანდი

მანჩესტერ სიტი

9

მაიკლ ოლისე

ბაიერნი

10

ფაბიან რუისი

პსჟ

კეინი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია 2001 წლის შემდეგ, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. 2025/26 წლების სეზონში მან კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 73 გოლი გაიტანა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა