ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები

ნახვები: 191 „თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები

 

„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებებს რიყის პარკი, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, ლეღვთახევი და აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორია, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

მერიის ცნობით, სტუმრებს დახვდებათ კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, კონცერტები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები, კულინარიული მასტერკლასები, ღვინისა და ყველის კუთხეები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო პროგრამები, ღია კინოთეატრი და სადღესასწაულო ინსტალაციები.

ორბელიანის მოედანი | 3-4 ოქტომბერი, 12:00-23:00

ორივე დღის განმავლობაში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყველისა და ღვინის კუთხე, ლუდის ზონა, სამეწარმეო მარკეტი, „თბილისური სახელოსნო“, „ორბელიანის ნუგბარი“, კულინარიული მასტერკლასები, საბავშვო აქტივობები და კონცერტები, თეატრალიზებული წარმოდგენები და პერფორმანსები. 12:00-დან 19:00 საათამდე ჩატარდება საბავშვო ვორქშოფები. მოეწყობა ატრაქციონები, იტალიის საელჩოს სივრცე იტალიური კულინარიით, მუსიკითა და მასტერკლასებით, ასევე „გარდენია შევარდნაძის“ პროექტი „შემოდგომის თბილისი“.

3 ოქტომბერს, გიორგი ათონელის ქუჩაზე, ორბელიანის მოედნის სცენაზე, 13:00 საათზე საბავშვო კონცერტი გაიმართება, 15:00 საათზე თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ ვოკალურ-ინსტრუმენტალური კონცერტი, ხოლო 20:00 საათზე საღამოს კონცერტი.

4 ოქტომბერს 13:00 საათზე საბავშვო კონცერტია დაგეგმილი, 20:00 საათზე კი ქალაქური მუსიკის საღამო.

რიყის პარკი | 3-4 ოქტომბერი, 12:00-23:00

რიყის პარკში მოეწყობა „თბილისის დიდი სამზარეულო“, „Street Food თბილისი“, გასტრონომიული ფესტივალი, ყველისა და ღვინის კუთხე, სამეწარმეო მარკეტი, „თბილისური სახელოსნო“, „თავგადასავლების კაფე“, ოფროუდის თავგადასავლების ტრასა და „ტკბილი თბილისი“.

სპორტული პროგრამა მოიცავს კრიობას, ჭადრაკს, ნარდს, ქართულ ჭიდაობას, მინი-გოლფს, მაგიდის ჩოგბურთსა და ავტო-მოტო ფესტივალს.

3 და 4 ოქტომბერს საბავშვო პროგრამა 12:00 საათზე დაიწყება. დაგეგმილია დრამერების შოუ და ზღაპრის გმირების მსვლელობა, ჯამბაზების შოუ, სპექტაკლები „კომბლე“ და „წიქარა“, საპნის ბუშტების შოუ, ილუზიონისტების წარმოდგენა და ქიმიური ლაბორატორია – აზოტის შოუ.

ორივე დღეს, 13:00 საათზე საბავშვო კონცერტი გაიმართება, ხოლო 18:00 საათზე – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი.

ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი

3 ოქტომბერს, 12:00-დან 23:00 საათამდე, საქართველოს ბაიკერთა ასოციაცია სამოყვარულო და გასართობ შეჯიბრებებს გამართავს კრუიზერისა და ედვენჩერის ტიპის მოტოციკლებისთვის. მოეწყობა მოტო და ავტო საგამოფენო სივრცეები, მოტოისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა და ქართველი მოტომოყვარულების ნამუშევრების გამოფენა.

4 ოქტომბერს გაიმართება „ენდურო ქლაბ ჯორჯიას“ ენდუროს შეჯიბრი, მათ შორის ენდუროსა და ბავშვთა დისციპლინის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ლეღვთახევი და აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორია | 3-4 ოქტომბერი

12:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“. კულტურულ-შემოქმედებით სივრცეში წარმოდგენილი იქნება სადღესასწაულო დეკორაციები, თემატური პროექციები და პერფორმანსები.

გუდიაშვილის მოედანი | 3-4 ოქტომბერი, 12:00-23:00

გუდიაშვილის მოედანზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სადღესასწაულო დეკორაციები, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული ფესტივალი, ყველისა და ღვინის კუთხე და ლუდის ზონა.

3 ოქტომბერს, 20:00 საათზე სცენაზე გამოვა „ღიმილის ბიჭები“, ხოლო 21:00 საათზე – სალომე გოცირიძე და ბენდი.

4 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაგეგმილია „ელის ბენდის“, 21:00 საათზე კი „ჩაქოს ბენდის“ გამოსვლა.

„თბილისობა 2026“-ის ფარგლებში, 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა