Trump and Xi discuss Russia’s war against Ukraine
AFU General Staff streamlines procedure for discharge from military service
France on Putin at G20: U.S. to decide who is invited
Trump and Xi hold talks at White House
მაკრონი: ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც შეიძლება განხორციელდეს
წლების მანძილზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი, დღეს კი საქმეს დაცვის პოზიციიდან ვუყურებ - ინტერვიუ ადვოკატ თორნიკე ტატუნაშვილთან
ტრამპმა სი ძინპინს თეთრთავა არწივის ქანდაკება აჩუქა
უსამართლო მოსამართლეზე საშიში არავინ არის - ინტერვიუ ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილთან

შსს - დარიალის გამშვები პუნქტიდან მოქალაქეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

ნახვები: 240 შსს - დარიალის გამშვები პუნქტიდან მოქალაქეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

 

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინების მიღების შემდეგ, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სისტემა კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაშიც აფიქსირებს ცვლილებას. შეტყობინების მიღების შემდეგ, დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს როგორც გამშვებ პუნქტზე მყოფი მოქალაქეები, ისე საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და კერძო კომპანიის თანამშრომლები.

„ამავდროულად, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა