ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს. ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახან დააკავეს საფრანგეთში“, — წერს კაკაბაძე Facebook-ზე.
დავით მიქაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მასზე ინტერპოლის მეშვეობით ძებნა იყო გამოცხადებული.
მიქაძის საფრანგეთში დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ოჯახის ადვოკატის განცხადებას ეფუძნება.