Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice

ზუკა ბერძენიშვილი - შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა

11.06.2024 ნახვები: 526

შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - ამის შესახებ აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რითაც მასზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა“, - წერს ზუკა ბერძენიშვილი.

შვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც მალე ყველა „მწარედ დაისჯება“. მისივე განცხადებით, პასუხი პაპუაშვილსაც მოეთხოვება, „სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები“.

„ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი, ბიძინა ივანიშვილი დაისჯება, სულ მალე“,- წერს დავით ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს, რის შესახებაც ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილი სოციალ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილს საცხოვრებელ სახლთან სამი თავდამსხმელი დახვდა.

„ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, - წერს ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, 

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ.

„მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:

- დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს "კეფაში ტყვიით" (ლევან დათუნაშვილი, "ჯემნიუსი")

- ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")

- საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, "გრასი" / "ფაქტჩეკი")

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ "აღშფოთებული მოქალაქის" სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს. დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა