დევიდ მაკკალისტერი - ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და მხარი დაუჭირა მათ კანონიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
ჟან ბატისტ ლებრა - საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო ჩართულობა მტრულ, ანტიევროკავშირის რიტორიკაში
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი - 2025 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 129 ჟურნალისტი დაიღუპა
ბერნარდ გეტა - საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება
ტობიას კრამერი - საქართველომ, ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“, უნდა გადაწყვიტოს, საით სურს სვლა
რასა იუკნევიჩიენე - „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული გეზი
ვიქტორ ჯაფარიძე - არ დამითმია ტელეკომპანია „პოსტივის“ წილი
26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვაა მოსალოდნელი

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ განცხადებები წესით დაცინვას იმსახურებენ ღალატთან რომ არ გვქონდეს საქმე

22.05.2024 ნახვები: 475

„ქართული ოცნების” განცხადებები სრული სიგიჟეა და წესით დაცინვას იმსახურებენ ღალატთან რომ არ გვქონდეს საქმე, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ვენეციის კომისიის დასკვნის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეფასება.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება „ქაღალდის ნაგლეჯის”, „რუსული კანონის“ გამო „არას“ ეუბნება აშშ-ს, ევროკავშირს და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს საინფორმაციო ბრძოლას უცხადებენ.

„ქართული ოცნების“ განცხადებები სრული სიგიჟეა და წესით დაცინვას იმსახურებენ ღალატთან რომ არ გვქონდეს საქმე. ნატო, გაერო, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ამერიკა, ბრიტანეთი - ყველა თურმე გლობალური ომის ძალების ქვეშ არიან, მათ შორის ვენეციის კომისიაც. ამ სიგიჟეს უკრავს ტაშს „ქართული ოცნება“.

ვენეციის კომისიამ თქვა, რომ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი] თავისი შინაარსით არის რუსული პასპორტი, რომლითაც ჩვენთან ევროკავშირში ვერ მოხვდებით. ამაზე მეტი რუსული საქმე რა უნდა გააკეთო? რაღაც ქაღალდის ნაგლეჯის, „რუსული კანონის“ გამო „არას“ ეუბნები აშშ-ს, ევროკავშირს და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს საინფორმაციო ბრძოლას უცხადებ. ამაზე ცხადი რუსული საქმე რა უნდა გააკეთო? თუ დასავლეთის, ამერიკის და ევროპის გავლენა შემცირდება საქართველოში, ვისი გაიზრდება? მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და მის პროპაგანდისტებს: რას აწერთ ხალხო ხელს, რომ საქართველო, როგორც თავისუფალი სახელმწიფო არ არსებობდეს?

ბიძინას უნდა, რომ ეს ჟანგიანი და რუსული ფარდა ჩამოაფაროს საქართველოს კეთილდღეობას და ყველანაირი პერსპექტივა მოსპოს ქვეყანაში”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ამასთან, “ქართული ოცნება” აღნიშნულ დასკვნას გამოეხმაურა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა