აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა
US urges Russia to give Europe a seat at the table in Ukraine peace talks – Politico
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 2,220 over past day
Zelensky: Ukrainian culture powerful voice that resonates around the world
Ukraine to receive USD 400M worth of weapons soon, Pentagon confirms – Sienik
German government explains conditions under which Merz willing to speak with Putin

30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა-გიორგი გაგოშიძე წულუკიანზე

ნახვები: 514 30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა-გიორგი გაგოშიძე წულუკიანზე

„30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა, ვიღაცას დააბრალებს და მერე მე უნდა ვიგერიო მაგათი გაფუჭებულ საქმეები",-განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულმა გიორგი გაგოშიძემ.


მისივე თქმით, მისი გათავისუფლება პოლიტიკურ მოსაზრებებსა და კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.

"ჩემთან რა კავშირი უნდ ჰქონდეს, მე ვარ ხელოვნებათმცოდნე და უბრალოდ დავადგინე, როგორ იყო გადახურული გელათი დავით აღმაშენებლის დროს.

მე ეს დავადგინე, აღვნიშნე, რომ იყო კრამიტით გადახურული, მოყვითალო-მომწვანო ფერის კრამიტით და რეკომენდაციაც გავეცი, რომ კარგი იქნება თუ ასე მოხდება ამ ტაძრის გადახურვა. როგორ შეიძლება ხელოვნებათმცოდნეს, რომელიც ნაშრომს წერს, იმას დააბრალო წყლის ჩადინება დიდ ტაძარში.

წულუკიანი კულტური მინისტრის დროს ხდება საქმეები, არავინ იცის რა ხდება, დაკეტილია მონასტრის კარი და რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს, პროფესიონალს საერთოდ არ აკარებენ გვერდით.

30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა, ვიღაცას დააბრალებს და მერე მე უნდა ვიგერიო მაგათი გაფუჭებულ საქმეები. ეს არის რეპრესიები ჩემი პოლიტიკური პოზიციის გამო, რომელიც არ ემთხვევა წულუკიანის პოზიციას", - თქვა გიორგი გაგოშიძემ.

შეგახსენებთ, კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და გათავისუფლებულ თანამშრომლებზე, მათ შორის გიორგი გაგოშიძეზე მინისტრმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

გელათის ტაძრის მძიმე მდგომარეობა მან სწორედ გაგოშიძეს დააბრალა: "რაც შეეხება ყოფილ თანამშრომელს, ბატონ გიორგი გაგოშიძეს, საბჭოეთის მეცნიერის, ბატონი იულონის, სააკაშვილის მინისტრის შვილს, მის სახელთან არის დაკავშირებული გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესები. ბატონი გიორგი გაგოშიძე, აწ უკვე გათავისუფლებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, გახლავთ ერთ-ერთი თანაავტორი იმ პროცესებისა - გელათის ფრესკების სავალალო ჩამოშლისა, რომლის შედეგებიც დღეს ჩვენ მიერ არის შეჩერებული".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა