„ნიუ იორკ თაიმსი“ - ნატო-ს წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მიიღოს სუვერენიტეტი გრენლანდიაზე არსებული ამერიკულ ბაზების ტერიტორიაზე
დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა
Military shows destruction of Russian Strela-10 air defense system
Paratroopers destroy nine Russian howitzers in Serebriansky Forest area
Russia circumventing sanctions, obtaining spare parts for shadow fleet from Finnish company
France initiates NATO exercises in Greenland
Ukrainian national accused of drug trafficking extradited from Germany
Kyiv may move to strict but predictable blackout schedules in coming days – Shmyhal

გუგა ჩარგეიშვილი: დედაჩემი ემიგრანტია, სწორედ აქედან ვიხელმძღვანელე, რას გააკეთებდა გუგა მოცემულ სიტუაციაში

08.04.2024 ნახვები: 2370

„ჩემთვის „მოდი ნახე“, მეორე სახლია. შეიძლება ძირითადი სახლიც იყოს, იმდენად მიყვარს და იმდენად ჩემია. აქ, გავიზარდე. რომ მოვედი 18 წლის ვიყავი, ახლა 24 წლის ვარ“, -ამის შესახენ „ნეიშენ ჯორჯიას“ თეატრ „მოდი ნახე“-ს მსახიობმა გუგა ჩარგეიშვილმა განუცხადა.

გუგა ჩარგიეშვილმა, სპექტაკლში, „თეთრი ბაირაღები“ ზაზა ნაკაშიძის როლი შეასრულა. რას ჰყვება მსახიობი როლზე, პროფესიაზე, სტუდენტობაზე და „თეატრ მოდი ნახე“-ზე

გუგა ჩარგეიშვილის მიერ შესრულებული ზაზა ნაკაშიძე, საინტერესოდ რჩება მაყურებლის მეხსიერებაში და ამაზე მეტყველებს პაკლონზე გამოსული მსახიობისთვის დაუშურველი ემოციები, რომელსაც მაყურებელი მისთვის გულწრფელად იმეტებს.

გუგა ჩარგეიშვილი:

გუგა ჩარგეიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი, კერძოდ საჯარო მმართველობის და ასევე „თეატრ მოდი“ ნახეს მსახიობი. დღეს მე, ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღებიდან“ ზაზა ნაკაშიძე განვასახიერე. დღევანდელი სპექტაკლი საინტერესო გამოდგა.

რატომ? რით იყო გამორჩეული?

ალბათ იმიტომ, რომ ორი ახალი მსახიობი დაგვემატა და მათი პრემიერა იყო, ამ მხრივ განსაკუთრებული და ემოციებით დატვირთული იყო.

შენთვის ვინ არის, თქვენი თეთრი ბაირაღების მთავარი გმირი, აბსოლუტურად მესმის რომ ზაზა, თუმცა კიდევ?

ძია ისიდორე, რადგან ერთგვარი ბირთვია ამ სპექტაკლის. და მე ვფიქრობ, რომ ისიდორე... მოკლედ ისიდორეა.

რას ფიქრობ, რომ ისიდორე?

რომ ისიდორე იყო მართალი ადამიანი, რომელიც გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა. ყველანაირად სუფთა, საინტერესო და კარგი ადამიანია.

რას ეუბნება შენი ზაზა მაყურებელს?

ჩემი ზაზა, არის იმედის სხივი ამ სპექტაკლში, რომ რაც არ უნდა მოხდეს სამართალი იზეიმებს და ის იმედის სხივი, რომელიც არის ზაზა ნაკაშიძე, რომელიც ნამდვილად უდანაშაულოა და ეგეც გარემოების გამო მოხდა ციხეში, დაუბრუნდება თავისუფლებას.

დედასთან შეხვედრის ეპიზოდი, ერთ-ერთ მიზანსცენაა, ძალიან საინტერესო იყო, თუმცა რით იხელმძღვანელა ზაზას და დედის შეხვედრის ეპიზოდი რომ გეთამაშა?

დედასთან შეხვედრის სცენა ჩემთვის ერთ-ერთ ძალიან საყვარელი ეპიზოდია, დედაჩემი საქართველოში არ იმყოფება ახლა, ისრაელში არის წასული, ემიგრანტია. სწორედ აქედან ვიხელმძღვანელე, რას გააკეთებდა გუგა, მოცემულ სიტუაციაში. ჩემ გვერდით არის მკვლელი, ქურდი, ადამიანი, რომელმაც მეგობრის ცოლზე, იძალადა და იქ ისეთი რაღაცები ხდება საკანშივე, არის ჩხუბი, აყალ-მაყალია, დაძაბული გარემოა, ამ ყველაფერმა ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედა, რომ მივედი იმ კონცეფციამდე, იქამდე რაც შემდეგ დედასთან ემართება ზაზას.

რა არის შენთვის, „მოდი ნახე“, რამდენად საინტერესოა ის პროცესები რასაც აქ გადიხარ?

ჩემთვის „მოდი ნახე“, მეორე სახლია. შეიძლება ძირითადი სახლიც იყოს, იმდენად მიყვარს და იმდენად ჩემია. აქ, გავიზარდე. რომ მოვედი 18 წლის ვიყავი, ახლა 24 წლის ვარ. მიმიღეს როგორც ოჯახის წევრი, საკუთარი შვილი ბატონმა ნუგზარმა მიმიღო როგორც საკუთარი შვილიშვილი, გულში ჩამიკრა და მასწავლა ყველაფერი რაც სჭირდება მსახიობს, რომ იმუშაოს როლზე.

უნივერსიტეტს რომ მორჩები, ხომ გიფიქრია რომ შენი მომავალი მსახიობობას დაუკავშირო?

კი ბატონო, იმიტომ რომ ფაკულტეტი, რომელზე ვსწავლობ იმდენად გადაწონა მსახიობობამ რომ შეიძლება ამ გზასაც გავყვე.

რატომ უნდა იარონ თქვენ სპექტაკლებზე?

როდესაც ნოდარ დუმბაძე, პირველად ჩვენთან „თეთრი ბაირაღების“ სანახავად მოდიოდა, ინტერვიუში ამბობს: რომ „შეშინებული მოვდიოდიო, რადგან არ ვიცოდიო, რომ არაპროფესიონალი მსახიობები როგორ შედეგს დადებდნენო და გადალახავდნენ თუ არა იმ სირთულეებს, რასაც სცენა იწვევსო მაგრამ სასიამოვნოდ გაწბილებული დავრჩიო, როდესაც დავინახე ასეთი ენთუზიაზმი და გულწრფელობაო.

ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, რომელიც ძალიან გვიყვარს და თავად სახელიც გვეუბნება: მოდით და გვნახეთ.

 

სტატია ვრცლად:უდანაშაულო აქ ორი ადამიანია - თეთრი ბაირაღები სტუს-ს სცენაზე

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა