ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა
მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ
ALDE და Liberal International - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია
რასა იუკნევიჩიანე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს
ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
მამუკა ხაზარაძე - არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა

ორი ნიკას შეერთებით, ერთი მიშას მსგავსი გამოვა?!

12.03.2024 ნახვები: 1337

ოპოზიციურ ფლანგზე მელია-გვარამიას პოლიტიკური ჯგუფის გაჩენის კომენტირებისას, ჩემი გულწრფელი დამოკიდებულებაა, რომ ოპოზიციაში რაც შეიძლება მეტი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდეს. ოღონდ რეალობა რამდენად შეესაბამება ჩემს სურვილებს, ვერ გეტყვით. ორი ნიკას შეერთებით, ერთი მიშას მსგავსი გამოვა?! ეს არ ვიცი.

მალე ისიც  გამოჩნდება ელექტორალურად, რა ფარგლებში იქნება მათი მხარდაჭერა.

ვიცით, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილისა და მისი პარტიის მხარდაჭერა ისევ ორნიშნა რიცხვით გამოიხატება. იქნება ორი ნიკას შერწყმა ასეთი? ძალიან კარგი! ფაქტია, რომ ცალ-ცალკე უფრო ნაკლებს შეძლებდნენ, ვიდრე ერთად.
მე არ ვიცი, ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, მაგრამ დღეს მიხეილ სააკაშვილი რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ოპოზიციონერ ფიგურად. არცერთ პოლიტიკოსზე იმდენი საუბარი არ მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, როგორც სააკაშვილზე.
თითქმის 12 წელია მესმის, რომ არა ნაცებს, არა ქოცებს, გარკვეული ოპოზიციური პარტიებიდან.

12 წლის განმავლობაში იმას რომ ვერ მოახერხებ, ისევ ქოცი და ნაცი რომ აღარ იყოს მთავარი განმსაზღვრელი არჩევნებისა, მაშინ ქოცისა და ნაცის კი არა, შენი ბრალია! თუ არა ქოცს და არა ნაცს, მაშინ გვითხარით რატომ თქვენ?!

---

იყო მოლოდინი, რომ თებერვლიდან ოპოზიცია გაიღვიძებდა, გაცოცხლდებოდა, თუმცა, მარტის შუა რიცხვებია და მათ გამოღვიძებას ვერავინ ხედავს. არ ვიცი, აქამდე როგორ არ გაუჩნდა ოპოზიციას ახალი იდეები და არ გაუჩნდა იმპულსები.
თუმცა, რაღაც მოძრაობები მაინც არის. მაგრამ ცხადია, რა მნიშვნელობის არჩევნებიც წინ გვაქვს, ოპოზიციის აქტიურობა ამის პირდაპირ პროპორციული არ არის.

ძალიან ხშირად, შემთხვევითობები ბევრ რამეს განაპირობებენ. ჯერ ყველგან ბუნდოვანი სიტუაციაა. ბუნდოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებში რა მოხდება.  მკაფიოობა აკლია რუსეთ-უკრაინის ომს. თავად რუსეთში მიმდინარე პროცესებიც ჯერ ძალიან ბუნდოვანია.

-----
დღეს ძალიან კარგად იგრძნობა ელექტორალური განწყობები. დღესავით ნათელია, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ნამდვილად ვერ არის იმ ფორმაში, რა ფორმაშიც თავის წარმოჩენა უნდა.
თავად „ქართული ოცნებაც“ ვერ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა ტიპის საარჩევნო მარათონში უნდა ჩაებას, რა უნდა იყოს მისი მთავარი ღერძი. გარემოებები ისე დაემთხვა, რომ ხიდაშელ-ვოლსკის შეხვედრის შემთხვევითმა გამოჟონვამ ძალიან ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ აფხაზეთის თემა შეიძლება იყოს აქტუალური. თუმცა ეს უკვე იმ ფორმას ვეღარ მიიღებს, რაც მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული.

„ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ ძალაუფლებაში რაღაცა წილი მაინც შეინარჩუნოს. ის უკვე მზად არის კოალიციური მთავრობისთვის, ოღონდ „ქართული ოცნების“ გარშემო. ახლა ოპოზიციაზეა დამოკიდებული, ამ მოლოდინსაც გამოაცლის თუ არა ბიძინა ივანიშვილს ხელიდან. ამის შესაძლებლობა ოპოზიციას აქვს, რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს. „ქართული ოცნების“ დამარცხება არის გარდაუვალი.

გაიმარჯვებს თუ არა ქართული ოპოზიცია, ეს მთლიანად ოპოზიციაზეა დამოკიდებული.
ყველანი კარგად ვხვდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უდგას საუკეთესო ჟამი. რა პერსპექტივები აქვს ბიძინა ივანიშვილის ოცნებებს? მე ვერ ვიტყოდი, რომ მაინცდამაინც მაღალი.

-------

„ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, მერე პირველად ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ეს და ახლა თავადაც უწევთ ამის აღიარება. როგორ შეფუთავენ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ის, რომ კობახიძეს არ უნდა ღარიბაშვილის კადრებთან ერთად იმუშაოს, გასაგებია. თუ ღარიბაშვილმა არ დათმო ძალიან მარტივად და გაუძალიანდა, ღარიბაშვილის ბოლო შეიძლება ძალიან მძიმე იყოს! მას და მის კადრებს ბევრი ისეთი რამ აქვთ გაკეთებული, რის გამოც შესაძლოა, პროკურატურა დაინტერესდეს.
ქვეყნის ინტერესები რომ არც კობახიძისთვის არის მნიშვნელოვანი და არც ღარიბაშვილისთვის ყოფილა, ეს ისედაც კარგად ვიცით.

ბიძინა ივანიშვილისთვის რა არის მთავარი ინტერესი, ესეც ცნობილია. „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მხოლოდ ერთი კუთხით მაინტერესებს - შიდა ბრძოლამ და დაპირისპირებამ კიდევ უფრო დაასუსტოს. ეს კარგია და პირადად მე, ამას მივესალმები.
ღარიბაშვილის ერთგული კადრები მინისტრთა კაბინეტში ბევრია, ვისთან ერთადაც ღარიბაშვილმა ამ ქვეყნის ბიუჯეტი ხრა. მათთან ერთად კობახიძე არ იმუშავებს, თუნდაც იმიტომ, რომ არ აიღებს პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა. მისი მხრიდან ეს გონივრული ნაბიჯი იქნება.
სხვათა შორის, ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რითაც ოდნავ მაინც აიწევენ რეიტინგს „ოცნება“ არჩევნების წინ. ივანიშვილს თუ დასჭირდა, ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს. უბრალოდ, ახლა კარგად წონის, რა უფრო მომგებიანი იქნება წინასაარჩევნოდ - ღარიბაშვილის შენარჩუნება თუ ღარიბაშვილის გაწირვა. კობახიძეს ცალკე თავის გათვლები აქვს. ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს და ერთ მინისტრსაც ვერ შეეხება, თუ ბიძინა ივანიშვილი არ დათანხმდა.

--------
სხვათა შორის საზოგადოების ყურადღება მიიპყრო გიორგი გახარიას განცხადებამ, რომ ნაცმოძრაობა წითელი ხაზია, ხოლო „ქართული ოცნება“ - ლურჯი. რეალურად ის თქვა, არცერთს არ გადავკვეთავ და არცერთთან არ ვითანამშრომლებო.  წითელი ხაზების გადაკვეთას, ვიცი ერიდებიან და ლურჯ ხაზთან დაკავშირებით არაფერი მსმენია.

გახარიას თავი ყველაზე ჭკვიანი ნუ ჰგონია. ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ თავად მმართველ გუნდზე უკეთესია. აი, ეს არის მისი ამოცანა.

ავტორი: ლელა ჯეჯელავა

ნეშიენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა