საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსები უტევენ უკრაინას, სწორედ რუსეთი ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას
Scholz: I won't send single Bundeswehr soldier to Ukraine
Russian assets no substitute for U.S. aid to Ukraine – U.S. Treasury
Russian defense not able to fully meet needs of war in 2024 - British intelligence
Japan imposes new sanctions on 12 individuals, 36 entities linked to Russia
Zelensky: Security agreements expand Ukraine’s opportunities
ვალუტის კურსი 2 მარტისთვის: დოლარი - 2.6596 ლარი, ევრო - 2.8745 ლარი, ფუნტი - 3.3596 ლარი
ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ივანიშვილის თამაში თუ ქვეყნის გარეთ დაგეგმილი შეთანხმება?!

10.04.2023 | 14:58 ნახვები: 1103

„ოცნების“ ხელისუფლების სახე ძალიან კარგად გამოჩნდა „თბილისობაზე“, როდესაც, ნაძალადევი ზეიმისა და მილოცვების კასკადი დააყენეს ერთმანეთისადმი. საქართველოს ძალიან დიდ ნაწილს საზეიმოდ არ აქვს საქმე და კარგად რომ დაფიქრდნენ, თვითონ უფრო ცუდ დღეში არიან.

11 წლის თავზე, ზუსტად გამარჯვების დღეს, გორში, კასპსა და გურჯაანში რა ფორმით აირჩიეს მაჟორიტარი დეპუტატები, ან რა დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას?! იმ რეიტინგებსაც კი ვერ დაეწივნენ, რომელიც სხვადასხვა კვლევებით იყო ნაჩვენები. ფაქტობრივად, ხალხმა უთხრა, რომ მათთვის ეს პარტია არის მიუღებელი. იმის ნაცვლად, რომ ეს გაიაზრონ, მაქსიმალურად ცდილობენ, ძალაუფლებას მოეპოტინონ. ამ არჩევნებზე, სადაც 90 და 97%-ით გაიმარჯვა „ოცნებამ“, ეს იყო ვერდიქტი. იმ რეგიონებში მოსახლეობის მეათედიც კი არ მივიდა რეალურად არჩევნებზე.

ხალხი უარს ეუბნება „ოცნებას“, მაგრამ არსებული საარჩევნო კანონის პირობებში მაინც „ოცნება“ რჩება გამარჯვებული. ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიციამ ვერაფრით შეძლო, შეცვალოს ის მოცემულობა, მოხსნას ის ბარიერი, რაც „ოცნებას“ მუდმივად აძლევს გამარჯვების საშუალებას. არ ვიცი, რას და როგორ აპირებენ 2024 წლის არჩევნებზე. საზოგადოების განწყობები ძალიან კარგადაა ცნობილი.

- „ქართული ოცნება“ თავის პროცენტს ინარჩუნებს, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. ასევე საზოგადოების იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც იმდენად არის ამ მითიური ომისგან შეშინებული, რომ ისევ „ოცნებას“ აძლევს ხმას. ეს კი მოსახლეობის მაქსიმუმ 10%-ია, დანარჩენი 25% კი, ადმინისტრაციული რესურსია.

ნაციონალურ მოძრაობა, მიუხედავად მის შიგნით მიმდინარე ასე კრიზისული მდგომარეობისა, ის მაინც რჩება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად და ამაში განსაკუთრებული არაფერი არის.

-რაც შეეხება გახარიას, მართალი გითხრათ, არ მიკვირს ეს ყველაფერი. გიორგი გახარიამ აირჩია სრულიად ახალი სტრატეგია. ეს არის სოცმედიის მაქსიმალურად გამოყენება თავის პოლიტიკური რეიტინგისთვის. ის ნაკლებად ჩნდება ტელევიზიებში, მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმის, ტიკ-ტოკის ძალიან აქტიური მომხმარებელი. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჩამოყალიბდა პოლიტიკოს ტიკტოკერად. მე ვადევნებ მის აქტივობებს თვალს, ის პირდაპირ ინტერაქციაშია ტიკტოკის მომხმარებლებთან, პასუხობს კითხვებს.

- ადამიანი, რომელზედაც დღემდე გრძელდება საუბარი,  რომ ის კითხვებზე პასუხს არ სცემს, ტიკტოკერებთან გარკვეულ კითხვებს პასუხობს. თუმცა, ეს არ იცის იმ საზოგადოებამ, ვინც ტიკ-ტოკს არ მოიხმარს. როგორც ჩანს, მისი გათვლა სხვა ტიპის ამომრჩეველზეა და ძირითადად ახალგაზრდა თაობაზე. როგორც ჩანს, ეს კარგად მუშაობს.

არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას კიდევ მოემატოს პროცენტები. რასაც მე ვუყურებ, კომუნიკაციების უნარების თვალსაზრისით, ის მუსიკასაც კი იმას იყენებს თავისი ვიდეოკლიპებისთვის, რომელიც იმ კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფს შეესაბამება, რომლისთვისაც გახარია ამ ვიდეოს წერს. ანუ კარგად მუშაობს ძალიან და გზავნილებიც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ძალიან გასაგები.

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, სამწუხაროდ, მეშინია, ამ საკუთარი სახის შენარჩუნების მცდელობისას, სახე საერთოდ არ დაკარგონ. მათ ძალიან ბევრი სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი. მე მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლოა ვერც მივიდეთ არჩევნებამდე.

„ქართული ოცნება“ იმდენ სისულელეს ჩადის, უნდა შეგნებულად არ მიიყვანოს არჩევნებამდე საქმე.

სამწუხაროდ, ხელისუფლებაში დღეს არიან ადამიანები, რომელსაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის, არცერთ ეტაპზე, ქვა ქვაზე არა აქვს დადებული. მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ტყვია აქვთ ნასროლი.  მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე. სად იყო 90-იანიდან მოყოლებული კარვები და კარგი ცხოვრება?! პირდაპირ ქუჩაში იწვა ხალხი, ყინვასა და სიცივეში, მაგრამ შედეგი მაინც დადგა! საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო და ეს პროცესი სწორედ ასე დასრულდა. არც 2003 წელს ყოფილა კარვები, მაგრამ შევარდნაძის მმართველობაც დასრულდა. ამათ არ იციან ეს, არ ესმით. ამ ქვეყნის მაჯისცემაზე მათ ხელი არ ჰქონიათ დადებული! ძალიან დიდ შარში არიან! კარვები რომ აკრძალონ კი არა, ქუჩაში "კალოშით"  გამოსვლაც რომ აკრძალონ, იმიტომ რომ "კალოშიც" კარგად იწვის საბურავივით, ისინი მაინც წავლენ!

ხელისუფლება აპირებდა, მარტის აქციების დროს გამოეცხადებინა, რომ ეს იყო აშშ-ის მიერ მოწყობილი გადატრიალების მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ. იცით, რომ გვიან ღამით სატელეფონო ზარი განხორციელდა პრემიერ-მინისტრთან სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან და ღარიბაშვილს უთხრეს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ ამის გამოცხადებას აპირებთო. არც იფიქროთ ამის თქმა, რადგან ეს დიდი სისულელეაო. ამ ზარმა, რომელიც მაინცდამაინც არ ჯდებოდა დიპლომატიური ურთიერთობის ეთიკაში, ძალიან ბევრი რამე განაპირობა. კობახიძე დიდხანს იბრძოდა, რომ მაინც გამოეცხადებინათ ეს აბსურდი, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ეყო გონიერება და უარი თქვა ამაზე. ახლა უკვე წავიდნენ ამ გზით, რადგან, რაც დრო გადის, ივანიშვილს არჩევანი ნაკლები რჩება. ამ გადაწყვეტილებებს კი ივანიშვილისთვის საბედისწერო მნიშვნელობა ექნება.

ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად შეეცდება, რომ პოლიტიკაში შემობრუნება თავიდან აირიდოს. ივანიშვილმა ზუსტად იცის, როგორც კი პოლიტიკურ ველზე შემოვა, ის მაშინვე ხდება დამარცხებული. ის არის მაფიოზი. ამიტომ ქვეყანასაც კულისებიდან როგორც მაფიოზი, ისე მართავს და არა როგორც პოლიტიკოსი. მას პოლიტიკის არაფერი გაეგება. საქართველოში პოლიტიკური პროცესი არ არსებობს.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, „ოცნებამ“ რომ მოინდომოს, ალბათ, შეძლებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ეს სჭირდებათ თუ არა. თუ დასჭირდათ, აუცილებლად შეძლებენ. დღეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მისია აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაკისრებული. თუ სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ასეთია შემდეგი სცენარი, მაშინ, რა თქმა უნდა, შეძლებენ იმპიჩმენტს.

ეს კი ბიძინა ივანიშვილის თამაშია თუ სხვა რაღაც დიდი შეთანხმება შედგება ქვეყნის გარეთ, ჯერ არ ვიცით. ყველაფერი ნელ-ნელა გამოიკვეთება. სიტუაციას ეტყობა, რომ მესამე ცენტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარშემო შეიკრიბება. არა მგონია, „ოცნებამ“ იმის ფუფუნება დაუტოვოს მოქმედ პრეზიდენტს, რომ საარჩევნოდ საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა შექმნას. მოკლედ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა