საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მესამე კი გადარჩა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ. მათ სავარაუდოდ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა. ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა.
ადგილობრივების ცნობით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდნენ და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.
მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად წარსულში დაწყებული კონფლიქტი და შურისძიება განიხილება.
არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.