ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გია ვოლსკი - პოდოლიაკის განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა

ნახვები: 661 გია ვოლსკი - პოდოლიაკის განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა

ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ, მათ შვილებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ და მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება“.

„პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი. თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც არის მათ შორის ტრიბუნალისთვის მიმართვა, რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება. ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ამ მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ, მათ შვილებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ და მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. ამის შემდეგ, თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მიხაილო პოდოლიაკი - საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა