ჯო უილსონი - ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თეირანის ტერორისტული რეჟიმის საელჩოში მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადა, მათ ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია უყვართ და ამერიკა სძულთ
ელჩი დანიგანი - არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიული მომავლის რწმენას
ისანში მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება
რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
ზურაბ ჯაფარიძე - თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? - შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“
ანა წითლიძე ბრიტანეთის ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე - მკაფიოდ ითქვა, რომ გზას, რომლითაც „ოცნება“ მიდის, კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და დიქტატურის გაძლიერებაა
გიორგი გახარია მანდატების შეჩერებაზე - ჩვენ ეს ადრეც გვინახავს

ექსკლუზივი:მეუფე ზენონის წინააღმდეგ შეთქმულების დეტალები

19.11.2022 ნახვები: 683

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა“,-ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც წყარო „ნეიშენ ჯორჯიას“ უყვება, ეს ამბავი უფრო ადრე დაიწყო და ამ ამბის საწყისი დიდი ბრიტანეთისა და ზელანდიის ეპარქიის მმართველის მეუფე ზენონის მიერ  სამი მღვდელმთავრისთვის  კანონიკური სანქცია განახორციელება იყო.

როგორც  მეუფე ზენონის მიერ პატრიარქისა და მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით ირკვევა, ორმა ღვითმსახურმა  არქიმანდრიტმა  დოროთე ბარბაქაძემ და მღვდელმა ნიკოლოზ მაისურაძემ უარი განაცხადეს საეკლესიო სასჯელის მიღებაზე.

წერილი, რომელიც 1/10/22 -ით თარიღდება მეუფე ზენონი წერს და ხსნის ზემოდ ხსენებული ორი ღვთისმსახურის ქმედებებზე რაც მისთვის მიუღებელი იყო და რის გამოც საეკლესიო სანქციის ხერხს მიმართა.

წერილის მიხედვით ირკვევა, რომ არქმინადრიტი დოროთე საეკლესიო წესების დარღვევასა და ზღვარგადასული ქმედებების გამო იქნა დასჯილი.

„ნეიშენ ჯორჯიას“ წყარო საპატრიარქოდან უყვება დოროთეს საქართველოში დაბრუნებისა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ.

არქმინადრიტი დოროთე პატრიარქის ძმის შვილის, გავლენიან მღვდელმთავარს ბათუმისა და ლაზეთის მიპტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან გახლდათ სტუმრად, სადაც გაირჩია მისი დასჯისა და მეუფე ზენონის საქმიანობის საკითხები.

„დოროთე ჩამოსვლის შემდეგ, მეუფე დიმიტრის შეხვდა, მოუყვა ინფორმაცია თუ რატომ იქნა გამოძევებული დიდი ბრიტანეთის ეპარქიიდან და ესაუბრა მეუფეს მიზეზებზე“-,განაცხადა წყარომ

როგორც წყარო ყვება, არქმინადრიტ დოროთეს საეკლესია მსახურება ბიზნეს საქმედ ქონდა გადაქცეული და ის ვიზების გაკეთებით ფულს შოულობდა და ასევე ყავდა მეგობარი ქალბატონი, რომელიც მასთან ცხოვრობდა, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მისი დასჯისა იყო ზემოთ მოყვანილი ბრალდებები თუმცა მეუფე ზენონმა ამის შესახებ საჯაროდ არასოდეს განაცხადა.

„მეუფე ზენონის ინგლისში ჩასვლის შემდეგ, მეუფემ აღმოაჩინა რომ იგი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა ეკლესიის სახელით, და საეკლესიო გავლენას იყენებდა ფულის გაკეთებაში“,- იგი მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა, რაც ზენონისთვის მიუღებელი იყო“,-განაცხდა წყარომ

წყარო, „ნეიშენ ჯორჯიას“ კითხვაზე რა შუაში მეუფე დიმიტრი და მეუფემ თუ იცოდა არქმინადრიტ დოროთეს ბრალეულობის შესახებ, რატომ დააფარებდა ხელს? პასუხობს:

„ერთადერთი მეუფე იყო ზენონი, რომელიც ალაპარაკდა მეუფე შიოს ცრუმოსყდრეობაზე, გამოდის რომ ეს პირდაპირი დარტყმა იყო მეუფე დიმიტრისთვის, რადგან ის ლობირებს და დიდი პატრონაჟს უწევს მეუფე შიოს, თუნდაც გაყალბებული დიპლომი მოწმობს ამას, რომელიც თავის დროზე მეუფე დიმიტრიმ გაუკეთა შიოს“,-აცხადებს წყარო

მისივე თქმით, მეუფე დიმიტრიმ გზიდან უნდა ჩამოიშოროს მეუფე ზენონი რადგან, საპატრიარქო არჩევნებზე ის ყველაზე ძლიერი ხელის შემშლელი ფაქტორია, რომელიც ზედმიწევნით ფლობს საპატრიარქოს კარის რუსული თამაშების ინფორმაციას და იგი ერთ-ერთ დიდი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს გავლენიან მეუფეების სურვილებს.

„მეუფე დიმიტრი ბიძის წინააღმდეგაც კი წავიდა, იგი გავლენის დაკარგვის შიშით ცდილობს, რომ ამ გზაზე ჩამოიშოროს ყველა ის მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლის მისი სურვილების ასრულებას და ამავე დროს მას კარგად აქვს გააზრებული, რომ საპატრიარქოს ტახტს ვერასდროს დაიკავებს, ერთადერთი გზა კი მისი რჩეულის ტახტზე ასვლაა, ესაა მარტივი მიზეზი, რის გამოც მეუფე დიმიტრიმ ამ გზიდან  მეუფე ზენონი ჩამოიშორა. თავის დროზე კი გავლენიანმა მეუფეების დაჯგუფებამ მეუფე პეტრე“-განაცხადა წყარომ.

მეუფე ზენონის პატრიარქისთვის და სინოდისთვის გაგზვნილ წერილში, კი საუბარი ნამდვილადაა  არქმინადრიტი დოროთეს  თვითნებურ ქცევებზე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 21 წლის ასაკიდან მეუფე ზენონი იცნობს არქმინდრიტ დოროთეს და სწორედ იგია გადაწყვეტილების მიმღები მისი საბერო სამქინობის დასწყისის. 22 წელია ის იცონობს არქმინდრიტ დავითს, რომელიც წყაროს თქმით დღეს მუეფე დიმიტრი შიოლაშვილთან ერთად მეუფე ზენონის წინააღმდეგ მოქმედებს.

 

ავტორი:ზუკა ნემსაძე

 

 

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა