გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

სვენ მიქსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია წარადგინა

ნახვები: 569 სვენ მიქსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია წარადგინა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე​ ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა  საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია წარადგინა.

როგორც მიქსერმა აღნიშნა, რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მიესალმება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამასთან, მიქსერის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანამ წარმატებით უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომელიც მითითებულია კომისიის მოსაზრებაში.

ევროპარლამენტარის განცხადებით, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლება, რომელიც კომისიის მოსაზრებაშია მითითებული და აჩვენოს ამბიციური ევროპული მისწრაფება.

„რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ისევ ახასიათებს ღრმა პოლარიზაცია. აღნიშნულია, რომ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შესრულება კვლავ რჩება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების გზად.

ამასთან, რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმის შესრულების აუცილებლობას. ის მოუწოდებს მთავრობას, უპასუხოს იმ ხარვეზებს, რომელიც დადგენილ იქნა ვენეციის კომისიის მიერ ყველა დონეზე მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ, ასევე ეს ეხება გენერალური პროკურორის დანიშვნას იმისთვის, რომ პროცესი სრულ თავსებადობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარების აუცილებლობაზე და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნაზე. ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ნაბიჯები საკვანძო დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს მხოლოდ აძლიერებს პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემის აღქმას. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნა ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გასწორებამდე. რეზოლუცია იმეორებს, რომ სასამართლო რეფორმების პროცესში პროგრესის ნაკლებობა ნიშნავდა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების 75 მილიონი ევროს ტრანშის მისაღებად დაწესებული პირობები არ შესრულებულა.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო, რაც ზრდის დანაშაულთა რაოდენობას, რომელზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო ქმედებების ჩატარება და ამ მოქმედებების ხანგრძლივობა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება; ამ მხრივ, სინანულს გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ODIHR-ის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვაში, კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა