გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საბოლოო ჯამში მოუწია გარკვეულწილად აღიარება, რომ პოლიტიკურ პარტიებად გაფორმებას აღარ გამორიცხავენ

ნახვები: 492 შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საბოლოო ჯამში მოუწია გარკვეულწილად აღიარება, რომ პოლიტიკურ პარტიებად გაფორმებას აღარ გამორიცხავენ

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საბოლოო ჯამში, ვინაიდან არ იმალებოდა მათი პოლიტიკოსობა, მოუწიათ გარკვეულწილად ამის აღიარება და თქმა, რომ აღარც გამორიცხავენ, ამ ყველაფერმა იურიდიული სახე მიიღოს, გაფორმდნენ როგორც პარტიები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ნაწილი პირდაპირ აცხადებს, რომ არიან პოლიტიკური პროცესების ნაწილი, პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელები ისე, რომ მათ აქვთ ნული ლეგიტიმაცია, არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ აქვთ.

„ისინი შემოდიან პარტიების ველზე ლეგიტიმაციის გარეშე და ეს თავისთავად ანტიდემოკრატიულია, როდესაც ამავე დროს პრეტენზია გაქვს, რომ შენი დღის წესრიგით განვითარდეს ქვეყანა, როდესაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერაც კი არ გაქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საბოლოო ჯამში, ვინაიდან არ იმალებოდა მათი პოლიტიკოსობა, მოუწიათ გარკვეულწილად ამის აღიარება და თქმა, რომ აღარც გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფერმა იურიდიული სახე მიიღოს და გაფორმდნენ როგორც პარტიები. თავისთავად პრობლემა ის კი არ არის, რომ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა თუ არა პოლიტიკოსობა და არის თუ არა პოლიტიკოსი, პრობლემა ის არის, როდესაც ფარსია, როდესაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თავს გაჩვენებს, როგორც ობიექტურ, მიუკერძოებელ, პროფესიული ნიშნით მაკრიტიკებელ ადამიანად, სინამდვილეში ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს დღის წესრიგი პოლიტიკური. ისინი არ მალავენ, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის არჩევანის უარყოფაა. რაც თავის მხრივ, არის არადემოკრატიულობა და აჩვენებს, რომ მათი მთავარი მიზანი არის ხელისუფლება და ხელისუფლების ინსტრუმენტების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა