გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და საყრდენი პუნქტები გაანადგურა

ნახვები: 488 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და საყრდენი პუნქტები გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ, 5 ივლისს, მოწინააღმდეგის 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი, ორი ოცეულის საყრდენი პუნქტები და უამრავი აღჭურვილობა გაანადგურა, ამის შესახებ საჰაერო ძალები იუწყება.

„კერძოდ, საჰაერო სარდლობა „აღმოსავლეთმა“ დნეპროპეტროვსკის რეგიონში შავი ზღვიდან გასროლილი „კალიბრის“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტიდან 6 გაანადგურა. დაახლოებით 20:00 საათზე დასავლეთის საჰაერო სარდლობამ მტრის კიდევ სამი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინული ავიაცია აგრძელებს მტრის შეტევას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით და დამპყრობლების პოზიციებს დარტყმას აყენებს. კერძოდ, ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა გაანადგურეს ორი საველე საწყობი, ორი ოცეულის საყრდენი პუნქტები, ოცამდე ერთეული ტექნიკა და რუსების ცოცხალი ძალა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა