ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მეუფე საბას დაყაჩაღება

ნახვები: 610 მეუფე საბას დაყაჩაღება

2020 წელს, სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას ოჯახზე თავდასმის ახალი დეტალები გამოიკევეთა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიტროპოლიტის ოჯახზე თავდასხმა წინასწარ დაორგანიზებული და სავარაუდოდ შეკვეთილი ქმედება იყო.

თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი თოკებით შეუკრეს სასულიერო პირის დას, 90 წლის დედას, 12 წლის დისშვილს და დამხმარე ქალს. ერთ-ერთი ბრალდებული, 70 წლის რობერტ გოდერიძე იმ ეპარქიის მცხოვრებია, რომელსაც მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს, მისი შვილი კი წარსულში ეპარქიაში მსახურობდა.

მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას 12 წლის დისშვილის ჩვენების მიხედვით, რომელიც მან საგამოძიებო უწყებას მისცა, თავდამსხმელები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი.

„ერთ-ერთმა მაღალმა თავდამსხმელმა საწოლიდან აიღო ზეწარი, დანით დაანაწევრა და აღნიშნული ზეწრით შეგვიკრა ხელ-ფეხი. პისტოლეტიანმა თავდამსხმელმა ჩვენს დამხმარე ქალს უბრძანა, გაჰყოლოდა მეორე ოთახში. ფეხებშეკრული გაიყვანა და უთქვამს, ვნახე მეუფე საბა, 5 დღის წინ, ორი დიდი ჩანთა ფულით მოვიდა სახლში და აქ დატოვაო. სხვადასხვა ოთახებში ეძებდნენ ფულს. საბოლოოდ, მათ 100 ლარი და მობილური ტელეფონი წაიღეს,"- ნათქვამია ჩვენებაში.

საქმის მასალების მიხედვით, მიტროპოლიტი საბა მის ოჯახში ფულით სავსე ტომრების არსებობას უარყოფს.

საქმეზე ამჟამად ერთი პირია დაკავებული, რომელსაც პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, 9 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აღნიშნულ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2" ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა