გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ნატო-ს მადრიდის კონცეფცია - ჩინეთის ამბიციები და იძულების პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევას ნატო-ს ღირებულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის

ნახვები: 491 ნატო-ს მადრიდის კონცეფცია - ჩინეთის ამბიციები და იძულების პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევას ნატო-ს ღირებულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის

ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებულ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა პირველად განსაზღვრა საკუთარი პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში.

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის ამბიციები და იძულების პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევას ნატო-ს ღირებულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და იძულების პოლიტიკა გამოწვევაა ჩვენი ინტერესების, უსაფრთხოებისა და ღირებულებებისთვის. ჩინეთი იყენებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, რათა გაზარდოს თავისი გლობალური ყოფნა და წარმოაჩინოს ძალაუფლება, ამასთან დარჩეს გაუმჭვირვალე მისი სტრატეგიის, განზრახვებისა და სამხედრო გაძლიერების კუთხით. ჩინეთის ზიანის მომტანი ჰიბრიდული, კიბერ ოპერაციები, მისი კონფრონტაციული რიტორიკა და დეზინფორმაცია გამიზნულია მოკავშირეებისთვის და აზიანებს ალიანსის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჩინეთი ცდილობს, გააკონტროლოს ძირითადი ტექნოლოგიური და სამრეწველო სექტორები, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურა და იყენებს თავის ეკონომიკურ ბერკეტებს სტრატეგიული დამოკიდებულებების შესაქმნელად და მისი გავლენის გასაძლიერებლად.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხეს უქმნის ნატო-ს ღირებულებებს და ინტერესებს.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა და მათი ურთიერთგაძლიერებული მცდელობები, დაარღვიონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, ლისაბონის სამიტზე მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომლითაც ნატო-ს ათწლეულის სამოქმედო გეგმა განისაზღვრა, ჩინეთი არ არის მოხსენიებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა