ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

მოსკოვი ნებისმიერ შემთხვევაში, შეძლებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას-სერგეი რიაბკოვი

ნახვები: 485 მოსკოვი ნებისმიერ შემთხვევაში, შეძლებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას-სერგეი რიაბკოვი

მადრიდში ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები გავლენას არ მოახდენს რუსეთის პოლიტიკაზე. მოსკოვი ნებისმიერ შემთხვევაში, შეძლებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„უარყოფითი – ჩვენი პოზიცია ცნობილია. ის არ იცვლება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება საერთაშორისო საკითხებში წმინდა დესტაბილიზაციის ფაქტორად მიგვაჩნია. ეს არ მატებს უსაფრთხოებას არც მათ, ვინც ფართოვდება და ვინც უერთდება და არც სხვა ქვეყნებს, რომლებიც ალიანსს საფრთხედ აღიქვამენ“, – განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, მადრიდში ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები აძლიერებს ალიანსის კურსს რუსეთის აგრესიული შეკავებისკენ.

„ეს არანაირად არ მოქმედებს ჩვენს პოლიტიკაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას საიმედოდ, 100 პროცენტით“, – დაამატა რიაბკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა