გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

ნახვები: 492 იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის აზრით, უკრაინაში რუსული შეჭრის გამო დაწყებული ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ამის შესახებ მან ესპანურ გამოცემა „ელ-პაისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ნატო-ს გენერალურ მდივანს რაიმე პროგნოზი იმის თაობაზე, დამთავრდება თუ არა მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ-ერთი მხარის სრული დამარცხებით, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ეს სავარაუდოა.

„ეს სავარაუდოდ ასე იქნება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უკრაინას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია და დავეხმაროთ მუდმივად სუვერენულ და დამოუკიდებელ ევროპულ ერს. ამისი საუკეთესო გზა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა