ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციას, დავაყენოთ ქვეყნის, ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა-ღარიბაშვილი

ნახვები: 489 კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციას, დავაყენოთ ქვეყნის, ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა-ღარიბაშვილი

მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, ამის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ ყველა იმ პირობას, რომელიც არის ჩვენი, ანუ მმართველი ძალის განსახორციელებელი, ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლარიზაციის დასრულების მნიშვნელობაზე.

„რაც შეეხება პირველ პირობას და პრიორიტეტს, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესში არის პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ჩვენს ხალხში და საზოგადოებაში იყოს მშვიდობა, მათ შორის პოლიტიკურ, მმართველ ძალებში არ იყოს ასეთი გაუთავებელი ჩხუბი და შეურაცხყოფა ერთმანეთის. აქ ნაწილობრივ, ნახევარი ჩვენი პასუხისმგებლობა არის და ნახევარი არის ოპოზიციის ვალდებულება, მათი პასუხისმგებლობა. მათ გარეშე ჩვენ ამ პირველ პირობას ვერ შევასრულებთ. ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას და ახლა, დღესაც ვადასტურებ ამ ტრიბუნიდან თქვენ წინაშე, ხალხის წინაშე, რომ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა, პირველი პირობა; კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის სწორედ პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად არის ძალიან მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში და შემთხვევითი არ არის ის, რომ პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება.

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს ძალიან მოკლე დროში გავაკეთებთ, ყველაფერს შევასრულებთ, რაც ჩვენს მხარეს არის და ჩვენი გასაკეთებელია; დანარჩენი მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა