გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

რა ვნახეთ პარლამენტში, შეიძლება ასე ზიზღით ლაპარაკი?-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 492 რა ვნახეთ პარლამენტში, შეიძლება ასე ზიზღით ლაპარაკი?-ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ელისაშვილის თქმით, ყველაზე მეტად ზიზღის, სიძულვილის ენა ანადგურებს ქვეყანას.

„სიმართლე გითხრათ, მე და ალექსანდრე რაქვიაშვილი ვფიქრობდით, ავმდგარიყავით და წავსულიყავით, რადგან თუ რამე ანადგურებს ქვეყანას, არის ის, რასაც ახლა ვუყურებდით ორმხრივად. იმ დალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, მიგვიღეთო, გვითხრეს, რომ პოლარიზაცია შეამცირეთ, ზიზღს ნუ აფრქვევთ ერთმანეთის მიმართო და რა ვნახეთ აქ? გვაქვს დრო, ვთქვათ ყველაფერი, რაც გულში გვიდევს, მაგრამ თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ, შეიძლება ასე ზიზღით ლაპარაკი? ზეგ უნდა გვითხრან, ვართ მაჩანჩალა ქვეყანა, თუ ვართ იმ სამეულში, ასრულდება თუ არა ჩვენი წინაპრების ნატვრა. ისტორიული მომენტი გვიდგას წინ. 3 000 წლის მანძილზე, რაც საქართველო არის სახელმწიფო, ასეთი მომენტი არასოდეს გვქონია და რასაც 10 წელია, ისედაც ვუსმენთ, ვუყურებთ, ამის გამო შეიძლება, დავკარგოთ ეს ყველაფერი? არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მომეწონა არაფერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე პრემიერს რამდენიმე კითხვითაც მიმართა.

„ყველაფერი ოპოზიციას დააბრალეთ, ერთი თვითკრიტიკული რამ არ არის, რატომაც გვითხრეს უარი. ერთი რამ შეგიძლიათ, გვითხრათ, რაც ვერ გააკეთა მთავრობამ და რის გამოც დაგვახარვეზეს. მეეჭვება, ხაზარაძის გამო ეთქვათ, რომ დეოლიგარქიზაციააო. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი გიყვართ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არის, მარტივად რომ გვითხრათ, ერევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? კეზერაშვილს რომ ამბობთ, კი ჯარი გაძარცვა, იცით ჩემი დამოკიდებულება კეზერაშვილისადმი, ნარკოტიკებმიღებული დარბოდა ომის დროს და ასეთი კაცი 10 წელი რატომ ცხოვრობს არხეინად ნაძარცვი ფულით, აქ თქვენს პასუხისმგებლობას არ გრძნობთ? 300 ათას კაცს რომ აქვს ციხე გამოვლილი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის მოსამართლეები და პროკურორები რატომ დააწინაურეთ? ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება თქვენი ხელისუფლებისადმი. მურუსიძე ლევანი, რომელიც იმ გადაწყვეტილებებს იღებდა, რატომ დააწინაურეთ? ჩინჩალაძე და კიდევ სხვები, არ ვიცი, რამდენი არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა