ანდრია ჯაღმაიძე: მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones

მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა

ნახვები: 605 მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გახსნითი მატჩი ბრაზილიასთან გამართა და 14:10 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა დეიან სტანოიევიჩის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველებმა ვერც პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ვერც – მეორის. დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ – 5:5.

მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 6:3 მოიგო, ბოლო რაუნდში კი სამხრეთამერიკელებს თამაშის შემოტრიალების საშუალება არ მისცა.

მსოფლიო ჩემპიონატის საწყის ეტაპზე გუნდები ოთხ ჯგუფად არიან გაყოფილნი. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გადის. ბრაზილიის დამარცხებით საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

 1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა