უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა
Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership

მაიკლ კარპენტერი - რუსეთის ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება შეცდომა იყო

19.06.2022 ნახვები: 542

რუსეთის ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება შეცდომა იყო, – აღნიშნულის შესახებ, ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა უკრაინულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კარპენტერის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ვარაუდი, რომ რუსეთის მოდერნიზაციის კურსს მისი დემოკრატიზაცია მოჰყვებოდა და რაც უფრო გამდიდრდებოდა რუსეთის ფედერაცია, ის უფრო პასუხისმგებელი საერთაშორისო მოთამაშე გახდებოდა.

„დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს რუსეთის ინტეგრირება ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, იარაღის კონტროლის მრავალდონიან სისტემებში. ამის მიუხედავად, რუსეთმა დაარღვია უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ყველა ნორმა და პრინციპი, საერთაშორისო წესები. ეს არის დასავლეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ჩავარდნა რუსეთის მიმართ“, – განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა.

მსოფლიო ინსტიტუტების ეფექტური თანამშრომლობის შესაძლებლობის კომენტირებისას, რომლებიც, გარდა დემოკრატიებისაავტოკრატიებსაც მოიცავს, კარპენტერმა აღნიშნა, რომ ამისთვის ბევრი გამოწვევა უნდა იქნას გადალახული. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის არაპროვოცირებული აგრესია მეორის წინააღმდეგ, არამედ ეხება ძირითად პრინციპებს და არ შეიძლება საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით დაღვევა.

„ეუთო წყვეტს, როგორი ორგანიზაცია შეიძლება გახდეს მომავალში. ერთადერთი დადებითი, რასაც მე ვხედავ ამ სიტუაციიდან არის ის, რომ რუსეთი გახდა აბსოლუტურად იზოლირებული. არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ზოგიერთ ქვეყანას გაჩუმება ურჩევნია, თუმცა რუსეთს არავინ იცავს“, – აღნიშნა კარპენტერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა