ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მარინა კალიურანდი - როდესაც ივანიშვილზე სანქციას ითხოვ და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ეს არასერიოზულია

ნახვები: 617 მარინა კალიურანდი - როდესაც ივანიშვილზე სანქციას ითხოვ და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ეს არასერიოზულია

როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის. რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, დებატები საქართველოზე ევროპარლამენტის წევრების ინიცირებული იყო და დეპუტატებს სურდათ, ყურადღება გამახვილებულიყო მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე საქართველოში, რაც კალიურანდის შეფასებით, არასასურველ დროს გამოტანილი ინიციატივა იყო.

„არ ვფიქრობ, რომ ეს დროული დებატები იყო, არ მგონია, რომ დღეს გვჭირდებოდა ეს რეზოლუცია, განსაკუთრებით, როდესაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით კანდიდატობაზე. საბოლოო ჯამში, რეზოლუცია შეიცვალა და რამდენიმე ისეთი საკითხი იყო, რომელსაც მედიის თავისუფლებასთან და ჟურნალისტთა უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მე თავიდანვე არ ვუჭერდი მხარს რეზოლუციას და არ დავუჭირე მხარი რეზოლუციას კენჭისყრის დროს. როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის. რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, ამ განცხადებას უნდა ჰქონდეს საფუძველი და როდესაც ჩვენ მოვამზადეთ დებატები მედიის თავისუფლებაზე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მოუმზადებელი საკითხის დამატება რეზოლუციაში“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა