ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მედიის ინფორმაციით, ფინეთმა უარი განაცხადა თურქეთის მოთხოვნის შესრულებაზე, ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილთა ექსტრადირებასთან დაკავშირებით

ნახვები: 613 მედიის ინფორმაციით, ფინეთმა უარი განაცხადა თურქეთის მოთხოვნის შესრულებაზე, ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილთა ექსტრადირებასთან დაკავშირებით

ფინეთმა უარი განაცხადა თურქეთის მოთხოვნის შესრულებაზე, ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილთა ექსტრადირებასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში თურქეთმა ფინეთისგან ათი პირის ექსტრადირება მოითხოვა, რომლებიც, ანკარას თქმით, ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ არიან დაკავშირებულნი.

როგორც მედია წერს, ფინეთის მთავრობამ მოთხოვნილი ათი პირიდან მხოლოდ შვიდის საკითხი გადაწყვიტა. თურქეთში ჯერჯერობით მხოლოდ ორი პირის ექსტრადირება მოხდა, თუმცა ისინი არ არიან ტერორიზმში ბრალდებულნი.

თურქეთის მიერ მოთხოვნილ პირებში ასევე შედის ჰელსინკიში, თურქეთის საელჩოზე მოწყობილ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირიც. საელჩოზე თავდასხმა 2008 წელს მოხდა. თავდამსხმელებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს საელჩოს და ქურთებისადმი თურქეთის დამოკიდებულება გააპროტესტეს. თავდასხმის შედეგად საელჩოს ერთი თანამშრომელი დაშავდა.

როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაბლოკავს ნატო-ში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას და სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა. მედიისვე ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ კვირაში სკანდინავიური ქვეყნებისგან მოითხოვა, რომ ადგილობრივ მედიებს, მათ შორის ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, აუკრძალოს ტერორისტების სავარაუდო ლიდერებთან ჩაწერილი ინტერვიუების ტრანსლირება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა