გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

სააკაშვილმა ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები გამომატანა-ეკა ხერხეულიძე

ნახვები: 491 სააკაშვილმა ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები გამომატანა-ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილმა ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები გამომატანა, ის ითხოვს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

ხერხეულიძემ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, თავისი პირადი კონტაქტებით ყველას შეეხმიანოს.

„მიხეილ სააკაშვილს დღეს პრაქტიკულად ჰქონდა სამუშაო დღე ჰქონდა. უამრავი პერსონალური წერილი გამომატანა, თავისი კონტაქტებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ის არის ყველაზე ცნობადი ქართველი ევროპაში და თავისი პირადი კონტაქტებით ცდილობს, შეეხმიანოს ყველას და გაუგზავნოს წერილი იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება იყოს ისეთი ისტორიული და საბედისწერო, რომლის მოლოდინიც ყველას თანაბრად შერეული გრძნობებით გვაქვს.

ამ მხრივ მიხეილ სააკაშვილმა შეძლო მოეხერხებინა თავისი კავშირებით და ურთიერთობებით, პირადი კონტაქტით ეთქვა მთავარი სათქმელი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ის ითხოვს, უპირობოდ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”,- განაცხადა ხერხეულიძემ.

კითხვაზე, ვის მისწერა წერილი სააკაშვილმა. ხერხეულიძემ უპასუხა, რომ მას არ აქვს სახელი და გვარების დასახელების უფლება.

„ამის უფლება არ მაქვს, რადგან ეს არის ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები, რაც მნიშვნელოვანია. დღეს საუბრობდა სააკაშვილი, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების ცერემონიაზე ის უკვე არ გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად მხოლოდ ის იყო მიწვეული ამ ცერემონიაზე დასასწრებად. მან გამოიყენა ყველა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი რეალიზდეს საქართველოს გამარჯვებისთვის, ქვეყნის ხვალინდელი უკეთესი დღისთვის“,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა