გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ

ნახვები: 491 ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ, – ამის შესახებ ტელეგრამარხში ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმღვანელი სერგეი გაიდაი წერს.

მისი მონაცემებით, მანამდე რუსეთის ძალები სევეროდონეცკის 70 პროცენტს აკონტროლებდნენ, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ისინი უკრაინელმა ძალებმა უკუაგდეს და ამჟამად ქალაქი შუაზეა გაყოფილი.

გაიდას ცნობითვე, უკრაინელებს რვა რუსი ჰყავთ ტყვედ აყვანილი.

„რუსები აკონტროლებდნენ სევეროდონეცკის 70%-ს, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ისინი უკუაგდეს და ქალაქი შუაზეა გაყოფილი. დამპყრობლებმა პირადი შემადგენლობის დიდი რაოდენობა დაკარგეს, ტყვედ არის რვა რუსი. მტრის მთელი რეზერვი მიმართულია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკი-ბახმუტის მაგისტრალის დასაკავებლად. ღამით 30-მდე ჭურვი მოხვდა ჰუმანიტარული შტაბის შენობას ლისიჩანსკში“, – წერს გაიდაი.

ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდნეცკის დასაკავებლად რუსეთის ძალები უკვე ორი კვირაა, აქტიურ იერიშს აწარმოებენ. ქალაქში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა