გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა-ემანუელ მაკრონი

ნახვები: 490 ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა-ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვენცია მეზობელ უკრაინაში არის „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა“.

როგორც ემანუელ მაკრონმა ფრანგულ რეგიონულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, მან ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უთხრა.

„მე ვფიქრობ და მას ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისა და ისტორიისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, პუტინმა საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, საიდანაც გამოსვლა არის რთული გზა. ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს.

ემანუელ მაკრონმა ასევე, არ გამორიცხა უახლოეს მომავალში კიევში გამგზავრება და განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაზრდა. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა