გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას-ლევან დავითაშვილი

ნახვები: 488 მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას-ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სლოვაკურ კომპანია „ინობატ ენერჯის“ (Inobat Energy) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა წერილს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვა – განვითარების კუთხით. ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მხრიდან განზრახულობათა წერილს ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„კომპანია „ინობატ ენერჯი“ ბატარეების წარმოების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოწინავე ევროპული კომპანიაა. მასთან თანამშრომლობა ითვალისწინებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მოქნილობის და საიმედოობის გაუმჯობესებას, აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვის საპილოტე პროექტის განხორციელებას, რომლის შედეგებზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამ ტექნოლოგიური სიახლის შემდგომი დანერგვა ქვეყნის ენერგეტიკულ მეურნეობაში. ჩვენ მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერვისა და განვითარების პროექტში სლოვაკური კომპანიის „ინობატ ენერჯის“ პარტნიორი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ იქნება.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა