„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"
დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე
ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ

შეგრძნება მაქვს, რომ ყველა ნამუსახდილები ვართ-ბუბა კიკაბიძე

02.06.2022 ნახვები: 829

ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

კიკაბიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია.

„სერიოზულად ავად არის, ძალიან, ძალიან. ჩაი დამალევინა, რამდენიმე ანეკდოტი მოვუყევი. მემგონი, სასწრაფოდ წასაყვანია, რადგან თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენს თავზე დავიდეთ, მერე რაც მოხდება, უკვე გვიან იქნება, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში. ადრე ვიყავი მე ზელენსკისთან და სხვათაშორის, მესამე დღეს გამოაგზავნა უფლებადამცველი. მინდა, ვთხოვო, რომ ოფიციალურადაც თქვას მისი აზრიც.

მინდა, ვუთხრა ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. მინდა, ნიკა, მოგიკითხო და მაგრად გაკოცო. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას ახლა თავისი ძალიან სერიოზული პრობლემები ეწყება. სჯობს, თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაიმხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ, მე მგონია, თუ კიდევ რაიმე აქვთ ადამიანობის, გაუშვებენ. ნებისმიერ დროს, საქართველოს დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ, ტანკით გადაგვიარეს. არ შეიძლება ასე. ამიტომ მიშას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ნიკას მალე გამოსვლას“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა