ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რუსეთის საგარეო უწყება - სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ინიციატივა მოსკოვთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამიტომ მისი გაუქმება ჯანსაღი გადაწყვეტილებაა

ნახვები: 613 რუსეთის საგარეო უწყება - სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ინიციატივა მოსკოვთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამიტომ მისი გაუქმება ჯანსაღი გადაწყვეტილებაა

სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივა, დაენიშნა რეფერენდუმი, მოსკოვთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამიტომ მისი გაუქმება ჯანსაღი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიის კითხვაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

მარია ზახაროვას თქმით, „რეფერენდუმის საკითხი ცხადია, მოითხოვს დეტალურ ანალიზს და მხარეებს შორის განხილვას“.

„იმის გათვალისწინებით, რომ ექს-პრეზიდენტ ბიბილოვის აღნიშნული ინიციატივა არ ყოფილა შეთანხმებული ჩვენთან, რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ განკარგულების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც ჯანსაღს, რაც პასუხობს მოკავშირე ქვეყნების სულისკვეთებას და მჭიდრო, ორმხრივი კოორდინაციის პრინციპებს“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსული მხარე მზადაა რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემდგომი ინტეგრაციის გზების განხილვის მიზნით, სამხრეთ ოსურ მხარესთან კონსულტაციებისთვის“.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის „განკარგულება“ შეაჩერა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა