ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, რომ მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო

ნახვები: 610 ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, რომ მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მომდევნო კვირას პარტნიორებისგან „კარგ ამბებს“ ელოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთის ფედერაციისგან დასაცავად. ამის შესახებ უკრაინელმა ლიდერმა გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი დაცვის გასაძლიერებლად. ეს უპირველეს ყოვლისა არის იარაღის მიწოდება. ყოველდღე ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი არმია ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით, ოკუპანტებზე აღმატებული იქნება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, მათი მზადყოფნიდან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო. ველოდები კარგ ამბებს ამის თაობაზე, უკვე მომდევნო კვირას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინელმა ლიდერმა აქვე მსოფლიოს მოუწოდა ოფიციალურად აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და ტერორიზმის სპონსორად.

​„ეს უბრალოდ სიმართლეა. ეს არის სამართლიანი და ასახავს ყოველდღიურ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში შექმნეს და ამის შემდგომ ევროპაში გატანა ძალიან სურთ. ეს იურიდიულად გამყარებული უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა