ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

ბორის ჯონსონი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის

ნახვები: 489 ბორის ჯონსონი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც იტალიური გამოცემა „კორიერა დე ლა სერა“ იუწყება. მედიის ცნობით, ბორის ჯონსონს სურს, გააერთიანოს ის ქვეყნები, რომელთაც რუსეთის აგრესიაზე ბრიუსელის და ბერლინის პასუხი არ მოსწონთ. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამ გეგმას დიდი ხანი ამუშავებდა.

„პირველად ჯონსონმა ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა კიევში 9 აპრილს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებული მოდელი ასეთია – ლონდონი იქნება ლიდერი, ხოლო კავშირში იქნებიან უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, და ასევე პოტენციურად, თურქეთი“, – წერს იტალიური გამოცემა.

გამოცემის ცნობით, ჯონსონი ეცდება, გააერთიანოს ის სახელმწიფოები, რომლებიც „განსაკუთრებით უფრთხილდებიან ეროვნულ სუვერენიტეტს, აქვთ ლიბერალური ეკონომიკა და მზად არიან, მაქსიმალურად გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთის სამხედრო მუქარას“.

როგორც იტალიური მედიასაშუალება წერს, უკრაინას ჯერ ჯონსონის ინიციატივაზე მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს, თუმცა კიევში ლონდონისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. როგორც „კორიერა დე ლა სერა“ წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდება 23 ივნისს, როდესაც ევროკავშირმა უკრაინისთვის ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა