მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის მეგობრები მრავალი კვირაა, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აჭიანურებენ

ნახვები: 631 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის მეგობრები მრავალი კვირაა, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აჭიანურებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მეგობრები უკვე მრავალი კვირაა, ვერ ათანხმებენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და აჭიანურებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

„უბრალოდ, შეხედეთ დღევანდელ სიტუაციას. რამდენი კვირაა, ცდილობს ევროკავშირი შეათანხმოს სანქციების მეექვსე პაკეტი. რუსეთი ამ დრომდე იღებს ევროპელებისგან დღეში თითქმის მილიარდ ევროს ენერგორესურსების მიწოდებისთვის. ცხადია, მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების, რომლებიც ახალი სანქციებით გამოდიან, მაგრამ საიდან გაუჩნდა ამდენი ძალა მათ, ვინც სანქციების მეექვსე პაკეტს ბლოკავს? რატომ აძლევენ მათ ამ დრომდე ამ ძალას, მათ შორის შიდაპოლიტიკურ პროცედურებში?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე დამწუხრებულია, რომ დასავლეთი ვერ ბედავს რუსეთის საბანკო სისტემის სრულად დაბლოკავს და უკრაინა ვერ იღებს საჭირო შეიარაღებას დროულად.

„უკვე რამდენიმე ხანია, ვიბრძვით, რომ უკრაინას მისცენ აუცილებელი იარაღი, რათა შევძლოთ შევცვალოთ ბრძოლის ხასიათი და დავიწყოთ მოძრაობა უფრო სწრაფად და გაბედულად ოკუპანტების განსადევნად. მათ შორის საუბარი მაქვს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე. იმ სისტემებზე, რომლებიც რეალურად გვჭირდება, რათა შევაჩეროთ ეს აგრესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა მაინც გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა