ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

ლუგანსკის რეგიონის დაახლოებით 95% ოკუპირებულია - გაიდაი

ნახვები: 941 ლუგანსკის რეგიონის დაახლოებით 95% ოკუპირებულია - გაიდაი

დღეს ლუგანსკის რეგიონის დაახლოებით 95% ოკუპირებულია -ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ დონბასში მდგომარეობა "უკიდურესად მძიმეა". მისი თქმით, ლუგანსკის რეგიონის დაბომბვა არ წყდება, რუსი ოკუპანტები ანადგურებენ  დასახლებებს, ამიტომ უკრაინელი სამხედროები ახალი პოზიციების დასაკავებლად იძულებულნი არიან, უკან დაიხიონ.

"ლუგანსკის რეგიონში არის 25 მტრის ბატალიონი და ტაქტიკური ჯგუფი - თითოეულში 300-დან 500-მდე ადამიანი, აქვთ უზარმაზარი აღჭურვილობა - ისინი მუდმივად ესვრიან ყველა დასახლებულ პუნქტს და სევეროდონეცკი უბრალოდ ნადგურდება",- თქვა მან. 

გაიდაიმ აღნიშნა, რომ უხეში შეფასებით, 15000-მდე ადამიანი რჩება სევეროდონეცკში, მთლიანობაში ლუგანსკის რეგიონში მათი  კონტროლის ქვეშ - 40,000-ზე მეტი ადამიანი და მათ 99%-ს არ სურს საცხოვრებლების დატოვება. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა