გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ირაკლი კობახიძე - ყველამ ვიცით, ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და რა აგიტაციას აწარმოებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ

ნახვები: 569 ირაკლი კობახიძე - ყველამ ვიცით, ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და რა აგიტაციას აწარმოებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე დღეს დაგეგმილი პოლიტიკური დებატები ტექნიკური მიზეზით გადაიდო და ხვალ გაიმართება.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ექნებათ კითხვა ოპოზიციის მისამართით, „რას ეფუძნება შინაარსობრივად მათი აგიტაცია იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს“.

„ხვალ იქნება დებატები, გადაიდო ტექნიკური მიზეზით. ყველამ ამჯობინა, რომ 12:00 საათიდან დაწყებულიყო დებატები, შეთანხმება იყო ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გადაიდო. რაც შეეხება დებატების შინაარსს, ამაზე ხვალ გაიგებთ. ჩვენ გვექნება მარტივი კითხვა, როდესაც აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რას ეფუძნება ეს შინაარსობრივად. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, პუნქტობრივად მათ ჩამოთვალონ, რის გამო ფიქრობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამაზე გვექნება ძალიან საინტერესო დისკუსია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მმართველი გუნდი ოპოზიციიის ბრალდებების გასაქარწყლებლად ემზადება? აღარ დარჩება სივრცე, სადაც ოპოზიცია იტყვის, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა შეფერხებულია?, – კობახიძე პასუხობს, რომ ამ რეჟიმში დებატებში შესვლას არ აპირებენ.

„იქით აქარწყლონ ჩვენი არგუმენტები, იქით გვაქვს ჩვენ მოსადავებელი მათთან, არავითარი საფუძველი არ აქვთ, ისე აწარმოებენ ქართული სახელმწიფოს, მათ შორის ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას. იცით, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური მიღწევები ყველა მიმართულებით – ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია. ამას მიაღწია საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ახლა ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატობაზე განაცხადი, შევასრულეთ ასოცირების ვალდებულებების 45 პროცენტზე მეტი და ა.შ. გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა და ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ამ პირობებში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც აწარმოებენ აგიტაციას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, აპირებთ თუ არა, ხვალ დაასახელოთ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გულისხმობთ, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ კონკრეტულად ისაუბრონ.

„შეიძლება, დავაკონკრეტოთ, კიბატონო, ზოგადად ყველამ ვიცით, ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და ვინ რა აგიტაციას აწარმოებს, ამაზე შეგვიძლია, მეტი კონკრეტიკაც მოგაწოდოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა