ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ვითხოვთ გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვას-რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

ნახვები: 566 ვითხოვთ გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვას-რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

საერთაშორისო მედია ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ნიკა გვარამიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მის გადახედვას ითხოვს. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ შეშფოთებულია ქართული დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი საფრთხეების გამო. 

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა. 

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი ციხეში ჩასვეს". - აღნიშნავს რეპორტიორები საზღვრებს გარეშე. 

"ასეთი საეჭვო საფუძვლით განაჩენის და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით. 

ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ გამოავლინა პასიურობა პრესის თავისუფლების მიმართ თავდასხმებზე რეაგირების კუთხით, არამედ გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუშალოს ჟურნალისტების მუშაობას. 

ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოებს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ ნიკა გვარამიას საქმის დამოუკიდებელი განხილვა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები საქართველოში ყველა მედიისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად". - აცხადებს ჟან კაველიერი, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აღნიშნავს, რომ მთავარი არხი ხშირად არის ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების ობიექტი. 2021 წლის ნოემბერში ის 111 303 ლარით დააჯარიმეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვიდეოს გავრცელების გამო. 

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ შეავიწროვეს არხის ჟურნალისტები, როცა ისინი მმართველი პარტიის ღონისძიებებს აშუქებდნენ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა