ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ჩვენ ყოველ ნაბიჯს ვარგებთ ისე, რომ ყოველი ეს ნაბიჯი გვაძლიერებს-ვლადიმერ პუტინი

ნახვები: 566 ჩვენ ყოველ ნაბიჯს ვარგებთ ისე, რომ ყოველი ეს ნაბიჯი გვაძლიერებს-ვლადიმერ პუტინი

სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებული შემდგომი ინტეგრაციის ყოველი ნაბიჯი მორგებულია იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მყარი საფუძველი შეიქმნას. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

„სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცესებზე არ ვსაუბრობ. აქ, როგორც შევთანხმდით, ამ ყველაფერს მშვიდად, ყოველგვარი აჩქარების გარეშე ვაკეთებთ. ჩვენ ყოველ ნაბიჯს ვარგებთ ისე, რომ ყოველი ეს ნაბიჯი გვაძლიერებს, გვაძლიერებს შიგნიდან, გარედან, აძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ სისტემებს, ქმნის პირობებს მათი განვითარებისთვის, ქმნის ფუნდამენტურ, კარგ, ჯანსაღ საფუძველს ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მოსკოვსა და მინსკს ერთობლივი მუშაობის უამრავი სფერო აქვთ. ერთ-ერთ ასეთ მთავარ საკითხს კი პუტინმა ინდუსტრიული თანამშრომლობა უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა