Amnesty International: ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის
როსტოვის ოლქში დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა — დაზიანდა Ozon-ისა და DNS-ის საწყობები, დაშავდა 7 ადამიანი
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს — შსს: მან ბუავა მძიმე მდგომარეობაში მარტო დატოვა
ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII გახდა — ტახტი ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა
ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგი გამოაქვეყნა და საკუთარ თავს ისტორიაში „უდიდესი“ პრეზიდენტი უწოდა
როგორ გამოიყენოს საქართველომ ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკაში - ექსპერტების მოსაზრებები
შსს: თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება
ირაკლი ღარიბაშვილი: „მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში — ჩემი ერთადერთი ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა“

რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ნახვები: 736 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ორმაგი მოქალაქეობის გამარტივების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. ინფორმაცია დუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტი დუმაში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიტანა.

შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალმა 2021 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ერთ მხარეს აძლევს საშუალებას მეორე მხარის მოქალაქეობა ისე მიიღოს, რომ თავის მოქალაქეობაზე უარი არ თქვას.

"მოქალაქეობის მოთხოვნა შეეძლება რესპუბლიკის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ქმედუნარიანია და 18 წელს არის მიღწეული. ბავშვები 14 წლამდე, მიიღებენ იგივე მოქალაქეობას, რასაც მშობლები. სანამ ბავშვები 18 წლის გახდება, მშობლები შეძლებენ მისთვის მოქალაქეობის არჩევას - წერილობით საფუძველზე. დოკუმენტის თანახმად, პირებს, რომლებიც მიიღებენ ორმაგ მოქალაქეობას, შეეძლებათ ისარგებლონ სოციალური დახმარებით, განათლებით, სამედიცინო მომსახურებით, იმ ტერიტორიაზე, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. ეს ნორმა ასევე ვრცელდება სამხედრო სამსახურზეც. შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც რატიფიცირებული დოკუმენტების გავლა მოხდება. ის იმოქმედებს 5 წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება იგივე ვადით, თუ რომელიმე მხარე უარს არ იტყვის შეთანხმებაზე და არ გააფრთხილებს მხარეს ამის შესახებ ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე", - წერია დუმის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების რატიფიცირება ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმამდე მოხდა.

13 მაისს, ოკუპირებული ცხინვალის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების "რეფერენდუმის" ჩატარებას ხელი მოაწერა. დე ფაქტო რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა ჩატარდეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა ყველა საბუთი, რომელიც "რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების" შესახებ ე.წ. რეფერენდუმს ეხება. როგორც ე.წ. ცესკოს განცხადებაში წერია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია "რესპუბლიკის კანონებს შეესაბამება". ამის შემდეგ ბიბილოვმა განაცხადა, რომ "დადგა დრო ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდეთ. გავხდეთ უფრო ძლიერები ამ უკვე ოფიციალურ კავშირში. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი იქნებიან ერთად. ეს არის ახალი დიდი ისტორიის დასაწყისი". 

ოკუპირებული ცხინვალის ახლად არჩეულმა ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 14 მაისს აღნიშნა, რომ "რესპუბლიკის" რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა არაა დარწმუნებული, რომ მოქმედმა ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რეფერენდუმის" გამართვისთვის სწორი დრო შეარჩია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა