Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran
იტალია სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში AfD-მ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა — მერცის CDU მხარის პარლამენტში ვერ მოხვდა
ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ: ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით — ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე, ადვოკატის ინფორმაციით, საფრანგეთში დააკავეს

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ევროპაში მუშაობას იწყებენ ლობისტები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთთან კომპრომისების იდეას

ნახვები: 724 მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ევროპაში მუშაობას იწყებენ ლობისტები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთთან კომპრომისების იდეას

ევროპაში პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ლობისტური ქსელი იწყებს მუშაობას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის ფედერაციასთან კომპრომისების იდეას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის, ასევე გარკვეული ტერიტორიული კომპრომისების პირობები მიუღებელია, რადგან უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრი გადაიხადა ომისთვის.

პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მცხოვრებლებს ყველაზე მეტად „რუსული სამყარო“ სძულთ.

„ევროპაში კვლავ იწყებს მუშაობას ლობირების ქსელი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნიდა. მან იყიდა პოლიტიკოსები, ჟურნალისტები. ისევ იწყებენ თავის აწევას და ამბობენ: მოდი, რუსეთმა თავი დამცირებულად არ იგრძნოს. არა. სწორედ ამ ომის შემდეგ უნდა იგრძნოს რუსეთის ფედერაციამ თავი დამცირებულ ერად, რადგან ასეთ კანიბალურ სახელმწიფოში ცივილიზაცია ვერ იარსებებს. რაც შეეხება რაიმეს გაცემას ისე, რომ პუტინმა „სახის გადარჩენა“ შეძლოს, შეუძლებელია. ეს არ არის გარიგება. ომი არ დასრულდება, თუ ჩვენ რამეს გავცემთ და ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა