გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი განცხადებას ავრცელებს - იმედგაცრუებულები ვართ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო

ნახვები: 491 ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი განცხადებას ავრცელებს - იმედგაცრუებულები ვართ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კლერ ოლბლესი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

„იმედგაცრუებულები ვართ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ ბოლო ანგარიშის ჭრილში, სადაც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია.

დიდი ბრიტანეთი გლობალური მედიათავისუფლების სადარაჯოზეა.

თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, – ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა