გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

სომხურმა მხარემ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დაწყებასთან დაკავშირებით ექვსი პუნქტისგან შემდგარი შეთავაზება გაასაჯაროვა

ნახვები: 491 სომხურმა მხარემ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დაწყებასთან დაკავშირებით ექვსი პუნქტისგან შემდგარი შეთავაზება გაასაჯაროვა

სომხეთის რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ედმონ მარუკიანმა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დაწყებასთან დაკავშირებით ექვსი პუნქტისგან შემდგარი შეთავაზება გაასაჯაროვა. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.

რაც შეეხება პუნქტებს, ისინი შემდეგია:

1. ოფიციალურმა ერევანმა აზერბაიჯანიდან ხელშეკრულების თაობაზე წინადადება მიიღო, რომელსაც ისინი პასუხობენ;

2. სომხეთის რესპუბლიკას არასდროს ჰქონია და არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ;

3. სომხური მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ასევე მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხებს;

4. სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 26 ნოემბრის განცხადებებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (სამხედრო ტყვეების დაბრუნება, გზების განბლოკვა);

5. სომხური მხარე მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამოქალაქო-პოლიტიკური პაქტის საფუძველზე;

6. შესაბამისი მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის სომხურმა მხარემ ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებს მიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა