გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელები უნდა ეუბნებოდნენ, რომ მკურნალობას იღებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესში არ არის - გია ვოლსკი

ნახვები: 488 მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელები უნდა ეუბნებოდნენ, რომ მკურნალობას იღებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესში არ არის - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, სააკაშვილის ცუდად ყოფნა  პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

მისი თქმით, მკურნალობის რესურსი არსებობს და სააკაშვილს უნდა მოუწოდებდნენ მკურნალობა მიიღოს.

„მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელები უნდა ეუბნებოდნენ, რომ მკურნალობას უნდა იღებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესში არ არის. შიმშილობის პერიოდი მახსენდება, როცა ოპოზიციისა და მედიის ლიდერები კატეგორიულად მოუწოდებდნენ, ლუკმა არ ჩაედო პირში, რადგან ეს იქნებოდა იმ პოლიტიკური იდეის დამარცხება, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. ახლა სცენარი გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა არსი იგივეა – სააკაშვილის ცუდად ყოფნა გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. მკურნალობის რესურსი არსებობს და მას უნდა მოუწოდებდნენ მკურნალობა მიიღოს და არა, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს დესტაბილიზაციაზე, გამოსვლებსა და რევოლუციაზე. რაც შეეხება კლინიკაში გადაყვანაზე მის მოთხოვნას, არ მგონია, საქართველოს ისტორიაში პატიმარი იყოს, რომელსაც ამდენი ვიზიტორი ჰყოლოდა ოჯახის წევრებთან, ექიმებთან თუ პოლიტიკოსებთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა