გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

დმიტრო კულება - გამარჯვება იქნება რუსეთის მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება

ნახვები: 490 დმიტრო კულება - გამარჯვება იქნება რუსეთის მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება

უკრაინისთვის გამარჯვება იქნება რუსეთის მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც კულება აცხადებს, ომის პირველ თვეში უკრაინისთვის გამარჯვება იყო რუსი ჯარისკაცების 24 თებერვლამდე პოზიციებზე დაბრუნება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა ახლა, როდესაც უკრაინის პოზიციები გამყარდა, ეს ამოცანები შეიცვალა.

„ახლა თუ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ სამხედრო ფრონტზე და მოვიგებთ ბრძოლას დონბასისთვის, რაც იქნება გადამწყვეტი ომის დინამიკისთვის, ცხადია, გამარჯვება ჩვენთვის იქნება მთელი დარჩენილი ტერიტორიის გათავისუფლება“, – აცხადებს კულება.

მისივე თქმით, მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი შავი ზღვის პორტების გახსნა.

„კიევი თუ კიდევ უფრო მეტ სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს, უკრაინელ სამხედროებს ექნებათ საშუალება, განდევნონ რუსები ხერსონის რეგიონიდან, დაამარცხონ შავი ზღვის ფლოტი და გახსნან გასასვლელი გზა“, – ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კულებას თქმით, უკრაინას სურს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების მომენტში მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკეთა კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. კულებას თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„უკრაინა თუ არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაშინ გამოდის, რომ ევროპა გვატყუებს და ამას არ გადავყლაპავთ. უკრაინის ერთადერთი ადგილი არის ევროპა, სადაც ადამიანები კვდებიან იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირი. ვფიქრობ, ამას პატივი უნდა სცენ“, – განაცხადა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა