გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

პარტია „საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

ნახვები: 492 პარტია „საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ისინი მიმართავენ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეუერთდნენ პარტიას „საქართველოსთვის“ ევროკავშირისადმი მოწოდებას და გააერთიანონ ძალისხმევა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

ამასთან, მეზვრიშვილის თქმით, საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა.

„მოგმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოგვიერთდით ამ მოწოდებაში. დავდგეთ ერთად, ვინაიდან ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ერთადერთი გარანტიაა. ევროინტეგრაციაზე გადის ქვეყნის თავისუფალი მომავალი. დღეს გაჩენილი ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დიდი ნაბიჯებით დაგვაშორებს მიზანს – ჩვენი ტრადიციებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ, მოგიწოდებთ – გავაერთიანოთ ძალისხმევა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ხელისუფლების მხრიდან საპასუხო თავდასხმის მიუხედავად, კვლავ გამოვთქვამთ მზაობას ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ქვეყნის შიგნით. ამასთან, აქტიურად ვაგრძელებთ პროცესის ხელშეწყობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, როგორც პოლიტიკურ, ისე საპარლამენტოს, დღის წესრიგში დააბრუნოს ქვეყნის ევროინტეგრაცია და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა პროცესი, რომელიც რაიმე ფორმით დღის წესრიგიდან აქრობს ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ უმთავრეს საკითხს.

შევახსენებთ ევროკავშირს, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფოტო: 1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა