პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ვერავითარი სიმულიანტობა, თუ თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გათავისუფლების და ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი-კობახიძე

04.05.2022 ნახვები: 577

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოში რისკის ფასად ჩამოდიოდა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილი მოხვდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი და ახლა სიმულიანტობს, ცდილობს, რაღაცნაირად თავი დააღწიოს საპატიმროს.

„ვხედავთ, რომ ხდება ამ საკითხის ხელოვნურად პოლიტიზების მცდელობა და ამ მცდელობაში პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ შევყვებით. რა თქმა უნდა, სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოში რისკის ფასად ჩამოდიოდა. მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის იურიდიულ დანაშაულებზე აქვს შეფარდებული სასჯელი და მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა ვერ იქნებოდა რისკის გარეშე. ჩამოვიდა, გარისკა და მოხვდა იქ, სადაც მისი ადგილი იყო. ახლა სიმულიანტობს და ამის ხარჯზე ცდილობს, რაღაცნაირად თავი დააღწიოს საპატიმროს. ბუნებრივია, ეს არის აპრიორი გამორიცხული“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სიმულიანტობა გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.

„აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ვერავითარი სიმულიანტობა, თვითდაზიანება, თუ მსგავსი ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების და ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი. ასე რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, ყველა პატიმარი იგივეს გააკეთებდა, სიმულიანტობა ყველაზე ადვილია და ყველა პატიმარს შეუძლია. სიმულიანტობა და თვითდაზიანება ვერ გახდება გათავისუფლების მიზეზი. კონსოლიუმი რას ამბობს? რა პრობლემა აქვს? დიაგნოზი ნახეთ? – არავითარი ოფიციალური დიაგნოზი და დასკვნა არ არსებობს. ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ არის ანორექსია. ანორექსია რა შუაშია, საერთოდ ვერ გავიგე. ანორექსია 90 პროცენტში ქალებს ახასიათებთ, 10 პროცენტი – კაცებს. ამას აქვს კონკრეტული ფსიქიკური მიზეზი და სააკაშვილს ეს მიზეზი წესით არ უნდა ჰქონდეს. მეორე მხრივ, ვიზუალური დათვალიერებით რაღაც დასკვნები რომ გამოდის, ამას ვერ ექნება სერიოზული აღქმა ჩვენი მხრიდან. არანაირი დიაგნოზი არ არსებობს.

რაც შეეხება ანორექსიას, ამის გადამოწმებაც მარტივად შეიძლება. ეს არ არის ფიზიოლიგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის თემა. ზოგადად, ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს დიდი ხანია, ვიცით, თუმცა იგივე ადამიანები ამ ფსიქიკური პრობლემებით ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით სააკაშვილს პრეზიდენტად ირჩევდნენ, დღეს მის გათავისუფლებას ფსიქიკური პრობლემებით ითხოვენ, რასაც თავისი საფუძველი არ აქვს. დიდი ხანია, ვიცოდით ფსიქიკის პრობლემები, ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტი დიდი ხანი იყო, ახლა არის პატიმარი. ბუნებრივია, პატიმრად დარჩება. არ ვიცი, თუ ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა